"ჩვენ უფრო მეტ პოზიციას ვინარჩუნებთ და მეტ ზიანს ვაყენებთ [მტერს]"
„დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი რამის აღნიშვნაა საჭირო. გვქონდა მოხსენება ჩვენი სამხედროებისგან: მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისა და გენერალური შტაბისგან – ანდრიი ჰნატოვისგან. ის ეხებოდა ჩვენს აქტივობებს ფრონტზე, მოქმედებებს ოკუპანტის წინააღმდეგ და რუსულ იერიშებს.
ამ თვემ დინამიკაში ცვლილებები ჩვენს სასარგებლოდ, უკრაინის სასარგებლოდ მოიტანა: ჩვენ უფრო მეტ პოზიციას ვინარჩუნებთ და მეტ ზიანს ვაყენებთ [მტერს]. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენს შორ მანძილზე მოქმედ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. დღეს მე დავამტკიცე ჩვენი შორ მანძილზე მოქმედების გეგმები ივნისისთვის და ჩვენ შემოქმედებითად უნდა განვავითაროთ უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი სანქციები, რომლებმაც თავიანთი ძალა მაისშიც აჩვენეს...
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდები საუბრობენ უნგრეთის ახალ მთავრობასთან. უკრაინა დაინტერესებულია ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობებითა და სრულფასოვანი თანამშრომლობით. ჩვენ კი ჩვენს წილს ვაკეთებთ ამის მისაღწევად“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ.