"ჩვენ მთელი უნგრეთი შემოვიარეთ. ვიყავი ყველაზე პატარა დასახლებებშიც კი. შევხვდი მილიონობით ადამიანს. თვალებში ჩავხედე ასობით ათას პიროვნებას"

"ჩვენ მთელი უნგრეთი შემოვიარეთ. ვიყავი ყველაზე პატარა დასახლებებშიც კი. შევხვდი მილიონობით ადამიანს. თვალებში ჩავხედე ასობით ათას პიროვნებას"

"ვხედავ, რომ ევროპის მრავალ წერტილში სამთავრობო კრიზისები ერთმანეთს ცვლის. მეინსტრიმ პოლიტიკოსებს აშინებთ ფაქტი, რომ ექსტრემისტული ძალები სულ უფრო მეტ ნიადაგს იკავებენ და ბევრ ევროპულ ქვეყანაში პარტიული სისტემა თავდაყირა დგება. დასავლეთევროპელმა პოლიტიკოსებმა პირადად მკითხეს ამ საიდუმლოს შესახებ და შემიძლია მათ ერთი გზავნილი გავუგზავნო: თქვენ ხალხთან უნდა დარჩეთ. ამაში შრომა უნდა ჩადოთ, მოგწონთ ეს, თუ არა. ორ წელიწადში 700 ქალაქსა და სოფელს ვესტუმრე. არის დასახლებები, სადაც შვიდჯერაც კი ვიყავი.

უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე იმაზე მეტი დრო გავატარე, ვიდრე საკუთარ ბინაში, საკუთარ საწოლში. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემს სამ ვაჟს გაცილებით იშვიათად ვხედავდი, ვიდრე ვისურვებდი.

ჩვენ მთელი უნგრეთი შემოვიარეთ. ვიყავი ყველაზე პატარა დასახლებებშიც კი. შევხვდი მილიონობით ადამიანს. თვალებში ჩავხედე ასობით ათას პიროვნებას. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ვკითხეთ: რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? როგორ დავამტკიცოთ, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს მშვენიერი, გულწრფელი, პატიოსანი, სამართლიანი და სასარგებლო?" - გამარჯვებული პარტიის ლიდერი, პიტერ მადიარი.