"ჩვენ მოგვიწევს NATO-სა და ამ ალიანსის ღირებულების გადახედვა ჩვენი ქვეყნისთვის"
"ეჭვი არ მეპარება, რომ სამწუხაროდ, ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ჩვენ მოგვიწევს ამ ურთიერთობის გადახედვა. ჩვენ მოგვიწევს NATO-სა და ამ ალიანსის ღირებულების გადახედვა ჩვენი ქვეყნისთვის.
საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს და ის ამას გააკეთებს. თუმცა ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, მოგვიწევს იმის გადახედვა, კვლავ ასრულებს თუ არა, თავის ფუნქციას ეს ალიანსი, რომელიც დიდხანს კარგად ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას. თუ ის იქცა ცალმხრივ მოძრაობად, სადაც ამერიკა უბრალოდ ვალდებულია დაიცვას ევროპა. ხოლო როდესაც ჩვენი მოკავშირეების დახმარება გვჭირდება, ისინი უარს გვეუბნებიან ბაზების გამოყენებასა და საჰაერო სივრცის დათმობაზე“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.