„ჩვენ ერთი სურვილი გვაქვს, რომლის გადაცემაც პრეზიდენტი ტრამპისთვის გვინდა - ეს ყველა უკრაინელის სურვილია..."

„ჩვენ ერთი სურვილი გვაქვს, რომლის გადაცემაც პრეზიდენტი ტრამპისთვის გვინდა - ეს ყველა უკრაინელის სურვილია..."

„ჩვენ ერთი სურვილი გვაქვს, რომლის გადაცემაც პრეზიდენტი ტრამპისთვის გვინდა - ეს ყველა უკრაინელის სურვილია: რომ შეერთებულ შტატებსა და ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად მივაღწიოთ საბოლოო მშვიდობას. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა ჩვენგანისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული საზოგადოება სრულად უჭერს მხარს უკრაინის მისწრაფებას ღირსეული მშვიდობისკენ და ჩვენს თავდაცვას რუსეთის ომის წინააღმდეგ.

პრეზიდენტი ტრამპის დღევანდელი სიტყვები ჩვენს ყირიმთან დაკავშირებით სრულიად მართებული იყო: ყველაფერი რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცებით დაიწყო და იმ დროს რომ ძლიერი ლიდერობა ყოფილიყო, ომი საერთოდ არ იქნებოდა" - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.