"ჩარევა საიდან არის?! შეიძლება სთხოვა, მაგრამ ჩარევა რატომ არის შეგიძლიათ ამიხსნათ?! რატომ არის თხოვნა ჩარევა?"
"მე არ მაქვს ეს გამოცდილება. პირდაპირ ჩემ მიმართ არასდროს ყოფილა მცდელობა, რომ გარედან ვიღაცები ჩაერიონ, ან მიმითითოს რაღაცა და ა.შ. ვერაფერს გეტყვით, ჩემთვის მსგავსი არავის უთხოვია. ბიზნესმენი რას ნიშნავს, სანაცვლოდ ფული შესთავაზა თუ რა?!
მაინცდამაინც ბიზნესმენი რით არის მნიშვნელოვანი, ვინმე სხვა რომ ყოფილიყო მაგალითად, მეცნიერი? ჩარევა საიდან არის?! შეიძლება სთხოვა, მაგრამ ჩარევა რატომ არის შეგიძლიათ ამიხსნათ?! რატომ არის თხოვნა ჩარევა?! არ მომისმენია მეუფე ზენონის ლაპარაკი, მაგრამ თუ ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია, მაშინ ეს თხოვნა კი არ არის, ვთქვათ, რასაც ის ამბობს, გამოდის, რომ ეს არის ან მუქარა, ან მატერიალური დაინტერესება ან სხვა.
ჯობია, ასეთ რაღაცაში არაფერი იგულისხმებოდეს და პირდაპირ თქვას. ვიღაცა რომ მოვიდეს და მთხოვოს, მთხოვოს რა მოხდა?! ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს" - ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი.