ბრიუსელს ომი სურს, უნგრეთს კი მშვიდობა“ - ორბანი

ბრიუსელს ომი სურს, უნგრეთს კი მშვიდობა“ - ორბანი

"დიდი ხნის განმავლობაში მასობრივი განადგურების ბირთვული იარაღი კონტინენტის ხალხს ომისგან იხსნიდა. ყველას სჯეროდა, რომ ევროპული კონფლიქტი გადაიზრდებოდა ბირთვულ მსოფლიო ომში.

ეს შიში 80 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა, ახლა სრულიად ახალი სამყარო გამოჩნდა. მიმდინარეობს ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილება, რამაც შეიძლება, ომიც კი გამოიწვიოს. ევროპაში სამხედრო დაძაბულობა დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის დაცემის შედეგია.

ჩვენ ომს ვუახლოვდებით. გასულ კვირას, ბრიუსელში შევძელით, შეგვენელებინა ომში გადასვლის ტემპი. იყვნენ ისეთებიც, ვისაც სურდა ამ პროცესის ჰიპერაჩქარება და ჩვენ მოვახერხეთ მათი დაბლოკვა.

თუმცა, პროცესი არ შეჩერებულა. ჩვენ მხოლოდ მისი დაჩქარება შევაჩერეთ. დღეს ევროპაში კვლავ ორი ბანაკია: ომის მხარე და მშვიდობის მხარე. ამჟამად, ომის მომხრე ძალებს უპირატესობა აქვთ. ბრიუსელს ომი სურს, უნგრეთს კი მშვიდობა“ - განაცხადა უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანმა.