ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის გამო დააკავეს

ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის გამო დააკავეს

ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის გამო დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მეთიუ როი დესმონდი საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდა, საბოლოოდ კი გლდანის ციხეში აღმოჩნდა და უკვე 3 თვეა პატიმრობაში იმყოფება. დესმონდს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ასამართლებენ, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შემოტანას გულისხმობს და რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ის ბრიტანელი ომის ვეტერანია.

დაკავებული საქართველოში მოტოციკლეტით, 25 ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ ჩამოვიდა და მედიკამენტზე პრობლემა არსად ჰქონია. "რადიო თავისუფლება" წერს, რომ შემოსვლისას, საქართველოს საზღვარზე მას სტანდარტულად ჰკითხეს - ჰქონდა თუ არა თან ნარკოტიკული ან ფსიქოაქტიური საშუალებები. მოგზაურს არ დაუმალავს, რომ თან ჰქონდა ექიმის დანიშნულებით გამოწერილი პრეპარატები - პრეგაბალინი, ბუპრენორფინი და კოდეინი, რომლითაც ის ხერხემლის ძლიერ ტკივილს იყუჩებდა; მესაზღვრეებს ექიმის გაცემული რეცეპტიც უჩვენა - თუმცა ეს არასაკმარისი აღმოჩნდა და საქართველოში დასვენების ნაცვლად, საპატიმროში აღმოჩნდა.

ადვოკატების განცხადებით, მეთიუ როი დესმონდი აბსოლუტურად უდანაშაულოა, თუმცა მზად არის დანაშაული მაინც აღიაროს და საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდეს.