ბოლო 24 საათში რუსებმა უკრაინასთან ომში 1310 ჯარისკაცი დაკარგეს
ბოლო 24 საათში რუსებმა უკრაინასთან ომში 1 310 ჯარისკაცი დაკარგეს. უკრაინის გენშტაბი ავრცელებს და წერს, რომ ამავე პერიოდში ოკუპანტების დანაკარგებია: 1 ტანკი, 6 ჯავშანტექნიკა, 60 საარტილერიო სისტემა, 3 ერთეული უპილოტო სახმელეთო სისტემა, 1 468 დრონი, 331 ერთეული ავტომობილი და 2 სპეციალური აღჭურვილობა.