ბოლო 24 საათში რუსებმა უკრაინასთან ომში 1 310 ჯარისკაცი დაკარგეს
ბოლო 24 საათში რუსებმა უკრაინასთან ომში 1 310 ჯარისკაცი დაკარგეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს და წერს, რომ ამავე პერიოდში ოკუპანტების დანაკარგებია: 2 ტანკი; 5 ჯავშანტექნიკა; 68 საარტილერიო სისტემა; 3 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 4 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 1778 დრონი; 1 უპილოტო სახმელეთო სისტემა; 439 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი და 9 სპეციალური აღჭურვილობა.