ბოლო 24 საათში რუსებმა უკრაინასთან ომში 1 130 ჯარისკაცი დაკარგეს - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს
ბოლო 24 საათში რუსებმა უკრაინასთან ომში 1 130 ჯარისკაცი დაკარგეს. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უწყება წერს, რომ ამავე პერიოდში ოკუპანტების დანაკარგებია 1 ტანკი; 17 ჯავშანტექნიკა; 91 საარტილერიო სისტემა; 2 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 5 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 1817 დრონი; 8 უპილოტო სახმელეთო სისტემა; 334 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი და 1 სპეციალური აღჭურვილობა.