"ბატონი პაპუაშვილის ეს განცხადება, რა თქმა უნდა, პროვოკაციული და უხამსი ბრალდებაა" - პოდოლიაკი
"არ არსებობს საქართველოს არანაირი ხელისუფლება. არსებობს მარიონეტული მთავრობა საქართველოს მოქალაქეებით, რომლებიც პრინციპში, ძალიან ზუსტად მუშაობენ რუსული საგარეო პოლიტიკის პარადიგმაში.
უკიდურესად აგრესიული შანტაჟის პოლიტიკით, რომელიც მიმართულია ზიზღის ფორმირებისკენ. რა თქმა უნდა, არავინ, არც ბატონი ზელენსკი, არც ქალბატონი მაია სანდუ, არც ბრიუსელი არ გეგმავდა არეულობას საქართველოში. ავტორიტარულმა, ტოტალიტარულმა, მარიონეტულმა რეჟიმებმა და მთავრობებმა, არ იციან კონკურენცია ამ სიტყვის პოლიტიკური გაგებით.
ისინი, ვინც ადმინისტრაციული რესურსის ძალადობრივი ზეწოლისა და ოპონენტების შეზღუდვის გარეშე ვერ წარმართავენ საარჩევნო კამპანიებს, რა თქმა უნდა, მუდმივად ეძებენ საკუთარი არალეგიტიმურობის გამართლებას...
ბატონი პაპუაშვილის ეს განცხადება, რა თქმა უნდა, პროვოკაციული და უხამსი ბრალდებაა, მაგრამ მე ვფიქრობ, ის აბსოლუტურად ზუსტად ჯდება კრემლის საინფორმაციო ომის და რუსული პოლიტიკის პარადიგმაში. მაქსიმალურად გამომწვევი, მდაბიო, აგრესიული და უსარგებლო განცხადებაა, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რესურსი, რომ ასაზრდოოს ასეთი მარიონეტული რეჟიმები რიგ ქვეყნებში და შეეცადოს გარკვეული დროით მართოს ეს ტერიტორიები" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი TV პირველზე, თეა ადეიშვილის გადაცემაში.