"აშშ კარგ პოზიციაშია, რომ ითამაშოს როლი საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის რეაბილიტაციაში"
"აშშ კარგ პოზიციაშია, რომ ითამაშოს როლი საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის რეაბილიტაციაში. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სანქციები არის პოტენციური ბერკეტი პროცესის წინ წასაწევად იმ სანქციებთან ერთად, რომლებიც უკვე არსებობს და მათ აშკარა ზიანი მიაყენეს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს.
ისინი სტრატეგიულად უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოში ნამდვილი პოლიტიკური პროცესი დაიძრას" - აცხადებს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვარტანიანი ჰელსინკის კომისიაში მიმდინარე ბრიფინგზე, სახელწოდებით: "ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა".