„აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას მხარი დაუჭირა“ - Bloomberg-ი
„აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას მხარი დაუჭირა“ - ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Bloomberg წერს.
გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ტრამპის გადაწყვეტილებაზე განსაკუთრებული გავლენა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოხსენებამ იქონია.
გამოცემის ცნობით, რუბიოსა და ლავროვს შორის გაუქმებული შეხვედრისა და გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ კრემლი ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების შეფერხებასა და ომის გახანგრძლივებას ცდილობდა.