"არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ (განსაკუთრებით კი ყაველაშვილის)"

"არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ (განსაკუთრებით კი ყაველაშვილის)"

მე არ ვარ შეცდომაში შეყვანილი ადამიანი. თითოეულ ჩემ ქმედებაზე მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი. ჩემი ქმედებები კი არასდროს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას.

პროტესტზეც ჩემი შეგნებით, კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის დასაცავად გამოვედი, (არავის აქვს ხელისუფლების მითვისების უფლება). ჩემი ქმედებები კი სავსებით ჯდებოდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულით აღიარებულ უფლებაში, სადაც დიქტატურაში მცხოვრებ მოქალაქეს აქვს აჯანყების უფლება-ვალდებულება.

შესაბამისად, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ (განსაკუთრებით კი ყაველაშვილის). იგივე პრინციპებით ვიბრძვი დღეს, ვიბრძოლებ ხვალ და ვიბრძოლებ ყოველთვის“ -  წერს ზვიად ცეცხლაძე ციხიდან გავრცელებულ წერილში.