Artemis II-ის ეკიპაჟმა მთვარის გარშემო 7-საათიანი შემოფრენის პროცესი დაიწყო
Artemis II-ის ეკიპაჟმა მთვარის გარშემო 7-საათიანი შემოფრენის პროცესი დაიწყო. მისია ისეთ მონაკვეთებსაც მოიცავს, რომლებიც ადამიანს აქამდე არასდროს უნახავს. გადაფრენისას ეკიპაჟმა უნდა შეძლოს Apollo 12-ისა და Apollo 14-ის მისიების დაშვების ადგილების დანახვა. ორივე მათგანი მთვარის ხილულ მხარეზე დაეშვა.
Artemis II-ის ეკიპაჟმა დედამიწიდან ადამიანის მიერ განვლილი ყველაზე შორი მანძილის ახალი რეკორდი უკვე დაამყარა.
კოსმოსურმა ხომალდმა Orion-მა მთვარის ირგვლივ გადაფრენისას დედამიწიდან მაქსიმალურ მანძილს - დაახლოებით 406 773 კმ-ს მიაღწია, რითიც მოხსნა 1970 წელს Apollo 13-ის მიერ დაფიქსირებული მაჩვენებელი - 400 171 კმ
NASA-ს მისიამ დედამიწა პირველ აპრილს დატოვა და ის 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. Artemis II მთვარეს გარშემო შემოუვლის და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდება. ის წყნარ ოკეანეში დაეშვება.