არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საეპარქიო კომისიის კრებაზეა დაბარებული, რომელიც 29 ოქტომბერს უნდა გაიმართოს
„ვინაიდან და რადგანაც ჩემთვის გამოგზავნილი ყველა ციტატა არის სატელევიზიო, საჯარო, გამოსვლებიდან, საეპარქიო კრებაც უნდა იყოს საჯარო და ღია, რომელზეც დაშვებული უნდა იყვნენ ზემოთ ხსენებული ტელეკომპანიები და ჟურნალისტები. საეპარქიო კომისიაზე დაბარებული ვარ ამა წლის 29 ოქტომბერს, ოთხშაბათს, დღის 2 საათზე. მე აუცილებლად გამოვცხადდები და ვთხოვ ზემოთ ხსენებულ ტელეკომპანიებსა და ჟურნალისტებს, შეძლებისდაგვარად მობრძანდნენ, რათა საპატრიარქოს კარი გაიხსნას ერისთვის“, – აცხადებს სასულიერო პირი.
შეგახსენებთ, რომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საეპარქიო კომისიის კრებაზეა დაბარებული, რომელიც 29 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.