არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა - რა მოხდა კასპში?

არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა - რა მოხდა კასპში?

04-11-2025 Views 144

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1952 წელს დაბადებული მ.ნ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა, ძალადობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა მ.ნ. კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.“ - შსს.