არასრულწლოვანებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას გეგმავენ სლოვენიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში

არასრულწლოვანებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას გეგმავენ სლოვენიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში

ავსტრალიის შემდეგ, 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვა სლოვენიაშიც იგეგმება - ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, მატეი არკონმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზადდება. განათლების სამინისტრომ ეს ნაბიჯი სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე გადადგა“ - ამბობს ვიცე-პრემიერი. ცნობილია, რომ ბავშვებისა და მოზარდების დაცვის მიზნით კანონის შემუშავებაში ექსპერტებიც ჩაერთვებიან

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანებისთვის სოციალური მედიის აკრძალვასა და უფრო მკაცრი პოლიტიკის შემუშავებას გეგმავენ ესპანეთში, საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთშიც. მანამდე კი ავსტრალია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ პლატფორმებზე წვდომა აკრძალა.