"არ მიგვაჩნია, რომ ახლა რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქების დროა. სწორედ რუსეთი იღებს სარგებელს ირანში ომითა და საწვავზე ფასების ზრდით"

"არ მიგვაჩნია, რომ ახლა რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქების დროა. სწორედ რუსეთი იღებს სარგებელს ირანში ომითა და საწვავზე ფასების ზრდით"

"ევროკავშირის გადმოსახედიდან, არ მიგვაჩნია, რომ ახლა რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქების დროა. სწორედ რუსეთი იღებს სარგებელს ირანში ომითა და საწვავზე ფასების ზრდით. შესაბამისად, ჩვენ ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ" - განაცხადა ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა და აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გამოეხმაურა

მანამდე კი, აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა თქვა, რომ ხაზინის დეპარტამენტმა დროებითი, 30-დღიანი გენერალური ლიცენზია კიდევ ერთხელ გამოსცა, რომლითაც ქვეყნები ზღვებში მყოფ გემებზე დატვირთული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას შეძლებენ.