„არ დავმალავ, საუბარი იყო დელეგაციის შემადგენლობაზე"

„არ დავმალავ, საუბარი იყო დელეგაციის შემადგენლობაზე"

27-11-2025 Views 55

არ დავმალავ, საუბარი იყო დელეგაციის შემადგენლობაზე. ქართული დელეგაციის შემადგენლობას ვერ განსაზღვრავს ვერავინ სხვა, თუ არა ქართული მხარე... რა თქმა უნდა, ესაა ჩვენი პრეროგატივა.

საკითხებიდან გამომდინარე, რა საკითხები არის და იყო დღის წესრიგში ევროკავშირის მხრიდან, იმ საკითხებზე შესაბამისი უწყებების პასუხისმგებელი პირები განისაზღვრა და, ბუნებრივია, დელეგაცია შედგა სწორედ ამ დღის წესრიგიდან გამომდინარე და არა ჩვენი შედგენილი დღის წესრიგით.

რამე მინიშნებები დელეგაციის არასწორად შედგენაზე, დელეგაციის არასწორად დაკომპლექტებაზე უსაფუძვლოა... თითქოს გაჟღერდა, რომ დელეგაციაში იყო სანქცირებული პირი, არ არის საქართველოს არც ერთი მოქალაქე ევროკავშირის მხრიდან სანქცირებული.

ჩვენ აქ ვსაუბრობთ ევროკავშირი-საქართველოს დიალოგზე, რა მნიშვნელობა აქვს, იმიტომაა ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა ერთსულოვანი, იმიტომ სჭირდება ყველა ქვეყნის თანხმობა, რომ ეს უნდა იყოს, ეს უნდა ამოძრავებდეს ბრიუსელს თავის გადაწყვეტილებებში..." - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა საზმაუს ეთერში საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის გაუქმებაზე.