"არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შექმნას"

"არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შექმნას"

"...სახალხო დამცველისთვის არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შექმნას, მით უფრო, როდესაც უფლებით სარგებლობა, როგორც წესი, ამ ფორმით დროის მცირე მონაკვეთში ხორციელდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფართოდ ფორმულირებული საკანონმდებლო დანაწესების აღსრულება არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებამ პრაქტიკაში შეკრების გამართვის შესაძლებლობა ნებართვის მიღებას დაუქვემდებაროს, რაც პირდაპირაა აკრძალული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით.

ამ თვალსაზრისით, სახალხო დამცველი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომაზე, რომლის თანახმად, არ შეიძლება, წინასწარი გაფრთხილების ვალდებულების დამდგენი რეგულაციები იქცეს ფარულ წინაღობად შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებში აღნიშნულია, რომ ასეთი ნორმის აღსრულება არ უნდა წარმოადგენდეს თვითმიზანს. სხვაგვარად, შეტყობინების განუხორციელებლობა იმთავითვე არ უნდა იწვევდეს შეკრების უკანონოდ მიჩნევას, მისი მონაწილეების უფლებაში ჩარევას ან მის დაშლას..." - სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადება.