
ანდრო ჭიჭინაძის წერილი ციხიდან, განაჩენის შემდეგ
„გუშინდელი განაჩენის შემდგომ, ანდრო ჭიჭინაძე მოვინახულე. მხნედ არის, იმაზე უკეთ, ვიდრე დაკავების პირველ დღეებში იყო.
წერილი დაწერა:
„უკანონო განაჩენზე კომენტარს არ გავაკეთებ, სამართლებრივ ბრძოლას განვაგრძობთ.
ორ დიდ და ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობას ვაგრძელებ ციხის პირობებში და რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, ეს პროექტები მაინც განხორციელდება. ამ ყველაფრისთვის მოტივაციას მაძლევს თქვენი თანადგომა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი ენერგიის მომტანია“ -წერს თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში და ანდროს წერილს აქვეყნებს