"ამაზე შეიძლება შედგეს ჩვეულებრივი ჯანსაღი მსჯელობა, რა პლუს-მინუსები აქვს მაგალითად ევროინტეგრაციას"

"ამაზე შეიძლება შედგეს ჩვეულებრივი ჯანსაღი მსჯელობა, რა პლუს-მინუსები აქვს მაგალითად ევროინტეგრაციას"

"რაც შეეხება დებატების შემოთავაზებას ნებისმიერი სუბიექტისგან, შეგვიძლია ნებისმიერი თემა ავიღოთ და ნებისმიერ საკითხზე გავმართოთ დისკუსიები. მთავარია, ელემენტარული პრინციპები იყოს დაცული. მათ შორის, ერთ-ერთი პრინციპია კონსტიტუციური წესრიგის აღიარება.

ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია. აქ საუბარი იმაზე ხომ არ არის, რომ გინდა თუ არა, უნდა გადავხედოთ ჩვენს კონსტიტუციურ ამოცანას. აქ საუბარია იმაზე, რომ ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები და ამაზე შეიძლება შედგეს ჩვეულებრივი ჯანსაღი მსჯელობა, რა პლუს-მინუსები აქვს მაგალითად ევროინტეგრაციას.

ჩვეულებრივი საკითხია, ყველა თემასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია, მთავარია, ეს დისკუსია ეფუძნებოდეს არგუმენტებს, იყოს ღია, გახსნილი და საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია ყველა თემასთან დაკავშირებით... ჩვენ გაცხადებული გვაქვს მიზანი, ეს მიზანი არის ის, რომ საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი. რაც შეეხება ნებისმიერ თემასთან დაკავშირებულ დისკუსიას, ამისათვის ვართ მზად, რა პლუს-მინუსები აქვს ნებისმიერ პროცესს, ეს შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა კონსტიტუციური ამოცანა არის კონსტიტუციური ამოცანა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით შეთავაზებულ დებატებზე.