29 ოქტომბრიდან კრასნოდარსა და ბათუმს შორის რეგულარული პირდაპირი ფრენები იწყება
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 29 ოქტომბრიდან კრასნოდარსა და ბათუმს შორის რეგულარული პირდაპირი ფრენები დაიწყება.
მათივე ცნობით, ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება და მგზავრობის დრო ერთ საათზე ოდნავ მეტი იქნება.