2025 წელს საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა ჯამში 290 მლნ, ჩინეთიდან ჩამოსულებმა კი 220 მლნ ლარი დახარჯეს

2025 წელს საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა ჯამში 290 მლნ, ჩინეთიდან ჩამოსულებმა კი 220 მლნ ლარი დახარჯეს

2025 წელს საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა ჯამში 290 მლნ, ჩინეთიდან ჩამოსულებმა კი 220 მლნ ლარი დახარჯეს.

ინფორმაციას გამოცემა BM. ge ავრცელებს და წერს, რომ გასულ წელს ჩინეთიდან საქართველოში 128 ათასი ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა კი 44%-ს შეადგენს.

საქსტატის მიერ მათთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთიდან ჩამოსული ვიზიტორების საშუალო ხარჯი 1 718 ლარის ფარგლებში იყო. ინდოეთიდან კი 2025 წელს ჯამში 142.5 ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა კი 15%-ს შეადგენს. მათი ვიზიტის საშუალო ხარჯი კი 2,034.5 ლარი იყო