"10 დღე გავიდა და მოძალადე ჯერ ისევ არ არის დაკავებული, რადგან პოლიციას არ სცალია და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დასდევს"

"10 დღე გავიდა და მოძალადე ჯერ ისევ არ არის დაკავებული, რადგან პოლიციას არ სცალია და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დასდევს"

11-11-2025 Views 154

"ვინმე დავით ზურაბაშვილი, რომელსაც 3.5 წელი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის გამო, 1 წლისა და 4 თვის შემდეგ, ამ წლის 15 აგვისტოს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ, 31 ოქტომბერს ის ისევ დაესხა თავს მის ყოფილ ცოლს 11 ჭრილობა მიაყენა დანით. ქალი დღემდე საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ეს მოხდა დღისით მზისით ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე. 10 დღე გავიდა და მოძალადე ჯერ ისევ არ არის დაკავებული, რადგან პოლიციას არ სცალია და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დასდევს და აპატიმრებს პირბადეების ტარების და ქუჩის გადაკეტვის გამო. ციხეები სავსეა პოლიტპატიმრებით, კრიმინალები დარბიან ქუჩებში და ადამიანებს ჩეხავენ!

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქმეს მიხედეთ და მორჩით ენაგადმოგდებული ძაღლებივით ძუნძულს აქციის მონაწილეებთან ერთად." -  ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში.