PSP გასული წლის ანგარიშგების მონაცემებით ფარმაციის ბაზრის ლიდერია
PSP 2017 წლის ანგარიშგების მონაცემებით ფარმაცევტული ბაზრის უპირობო ლიდერია.
PSP ჯგუფი ფარმაცევტული მიმართულებით 215 აფთიაქს და
უნიკალურ საწარმოს
GM
Pharmaceutical-ს ფლობს და 243 სხვადასხვა დოზირების 150-მდე დასახელების მედიკამენტს
აწარმოებს, რომელიც ძირითადად ექსპორტზე გადის. GMP-ის წარმოებული მედიკამენტები მსოფლისო
9 ქვეყანაში იყიდება და ექსპორტის რაოდენობა
ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ გასულ წელს GMP-ის წარმოებული 5 მილიონი კოლოფი
მედიკამენტის ექსპორტი განხორციელდა.
საერთო ჯამში ფარმაცევტული საქმიანობიდან 2017 წელს
PSP-ს შემოსავალი 537 580 000 ლარი იყო, რომლიდანაც GMP-ის შემოსავალი 94 259 000 ლარი,
ხოლო PSP-ს სააფთიაქო ქსელის შემოსავალი 443 321 000 ლარი დაფიქსირდა.
2018 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებით და იმის გათვალისწინებით,
რომ ექსორტის ხარჯზე ფარმაცევტული წარმოება 30%-ით გაიზარდა, PSP კვლავაც ფარმაცევტული
ბაზრის უპირობო ლიდერია.
კომენტარი