სუპერმარკეტი „სმარტი“ ხორცპროდუქტების ასორტიმენტს ზრდის
სუპერმარკეტი „სმარტი“ ხორცპროდუქტების ასორტიმენტს ზრდის და მომხმარებელს ხარისხის კონტროლის ევროპული სტანდარტების დაცვით, 150 - მდე დასახელების საქონლის, ხბოს და ღორის ცოცხალ ხორცს, ნახევარფაბრიკატსა და მზა კერძს სთავაზობს.
„"სმარტში" ერთგული მომხმარებლებისათვის უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტების შესათავაზებლად ცოცხალი ხორცი ხარისხის კონტროლის რამდენიმე საფეხურს გადის და წარმოების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის სრული ციკლის მანძილზე მოწმდება. ამას გარდა, "სმარტის" ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები და ეტიკეტირების სისტემა ხარისხის დამატებით გარანტიებს ქმნის. ყველაზე მნიშვნეოვანია და ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ "სმარტი" იმპორტირებული, გაყინული ხორცის რეალიზაციას არ ახორციელებს და ცოცხალი ხორცის მომწოდებლების შერჩევას მხოლოდ სპეციალური აუდიტის საფუძველზე ახდენს. ჩვენ მხოლოდ იმ qarTul kompaniებTan ვTanamSromlobთ, romlebic xorcis warmoebis saerTaSoriso standartebs mkacrad icaven“, - აცხადებს „სმარტის“ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი გიორგი გირმისაშვილი.
„სმარტი“ საქონლის, ხბოს და ღორის ცოცხალი ხორცის გარდა მომხმარებელს უგემრიელეს ნახევარფაბრიკატებსა და მზა კერძებს სთავაზობს. ღორის შებოლილი კისერი, „ბუჟენინა„ უკრაინულად, „ბუჟენინა“ აჯიკით, ღორის ხორცის რულეტი ბოსტნეულით, ქაბაბი, აბხაზურა, კუპატი მეგრულად, საქონლის ხორცის კუპატი, ღორის ხორცის „ბასტურმა“, ღორის სუკის „ბასტურმა“, ღორის სუკის „ბასტურმა“ ბადექონში და ხბოს ხორცის ბასტურმა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ხორპროდუქტებისა, რაც „სმარტში“ მისაღებ ფასად იყიდება. ამას გარდა, ზაფხულის სეზონის გათვალისწინებით „სმარტში“ მაყალს, წალამსა და პიკნიკისათვის სხვა საჭირო ატრიბუტიკასაც იპოვით.
„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. დღესდღეობით „სმარტს“ 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
კომენტარი