
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stop.cov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 485 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილია 12 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კომენტარი