
2 თვის განმავლობაში სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა - სამეგრელოში 60 წლის კაცი 19 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
სამეგრელოში 60 წლის კაცი 19 წლის შშმ გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით მამაკაცი მასზე 2 თვის განმავლობაში სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა.
დაკავებული იყენებდა მუქარასაც, რომ თუკი მსხვერპლი ვინმეს ამ ფაქტების შესახებ ეტყოდა, მას მოკლავდა.
მამაკაცის დაკავების ფაქტს ადასტურებენ შსს-ში. გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
კომენტარი