
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიაში სამი ადამიანი დაიღუპა
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სამი მამაკაცი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.
კომენტარი