სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული მდგრადობის ჯილდო მიიღო

თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტითთეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტური კომპლექსიჰოლდინგმა კატეგორიაშიმდგრადი ქალაქები და დასახლებებიგაიმარჯვა.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში წელს მეშვიდედ გაიმართა. ჯილდო განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროგრესულ, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელებს ეყრდნობა და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებთან ერთად, თემატური ნომინაციების ირგვლივ გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგისმთავარი აღმასრულებელი ოფიცერი:თეგეტაში მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზების პარალელურად, მივყვეთ ცვლილებებს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში და დავნერგოთ ისინი ჩვენს ბიზნესსაქმიანობაში. სწორედ ამიტომ ენერგოეფექტურობაზე ზრუნვათეგეტა ჰოლდინგისთვისერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. „თეგეტასადავოლვოსმულტიფუნქციური კომპლექსი სწორედ თანამედროვე ენერგოეფექტური სტანდარტების გათვალისწინებით შეიქმნა. მშენებლობის პროცესში გარემოს დაცვასა და, შესაბამისად, მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით. შედეგად ის სრულად ეპასუხება გარემოსდაცვით გამოწვევებს და აერთიანებს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა ელექტრიფიკაცია, ენეგოეფექტურობა და სამშენებლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისობა. მიღებული ჯილდო გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის, ეს არის მორიგი აღიარება და დასტური, რომ სწორი მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს“.

თეგეტასულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი, 1 ჰექტარამდე ტერიტორიაზეთეგეტა მოტორსისადავოლვო ქარ საქართველოსსერვისცენტრებს აერთიანებს. მულტიფუნქციურ კომპლექსში დამონტაჟებულია 762 ერთეული მზის პანელი. ობიექტზე განთავსებულია 5 ელექტროდამტენი. შენობებში გამოყენებულია ენერგო და რესურსეფექტიანი პროდუქცია. ობიექტზე დანერგილია სპეციფიკური ნარჩენების სეპარირებული შეგროვება.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგისსტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: კორპორაციული მდგრადობის თვალსაზრისით ჩვენ თანმიმდევრული, კომპლექსური და თვალსაჩინო მიდგომა გვაქვს, რაც არაერთხელ დამტკიცდა ამ წლების განმავლობაში. მიღებული ჯილდო გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის, ვფიქრობ, ნათლად ცხადყოფს ჩვენს ძალისხმევას. ჯილდო თვითმიზანი არ არის, თუმცა არის დასტური, რომ კომპანია სწორი მიმართულებით ვითარდება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში საჭირო ნაბიჯებს ვდგამთ. ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიურის აღიარება კიდევ მეტ მოტივაციას გვაძლევს, რათა მაქსიმალურად გავაფართოოთ ჩვენი ინოვაციური ხედვა“.

თეგეტა ჰოლდინგიყოველდღიურ ბიზნესპროცესებში აქტიურად მოიხმარს განახლებად ენერგიას. საერთაშორისო სტანდარტის, ენერგოეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტებით კომპანია ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Lamborghini, Bentley, Geely, Zeekr,. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100