
მაილი საირუსი საავადმყოფოში მოათავსეს - მომღერლის ცუდად ყოფნის მიზეზი და პირველი ფოტოები პალატიდან
ეპატაჟური მომღერალი და მსახიობი მაილი საირუსი ტონზილიტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. ვარსკვლავს ყელის მწვავე ანთება აქვს - ამის შესახებ თავად მომღერალმა საკუთარი ინსტაგრამის საშუალებით გააგებინა საზოგადოებას.
საირუსმა პალატაში გადაღებული ფოტოები ატვირთა ინსტა-სთორიზე. ავადმყოფობის მიუხედავად, ის ცდილობს გაწერამდე დადებითი განწყობა შეინარჩუნოს. მომღერალს მეგობრები და ოჯახის წევრები ამხნევებენ, რომლებიც საჩუქრებითა და ყვავილებით ცდილობენ მის გახალისებას.
კომენტარი