ამომრჩევლის მოსყიდვა ხულოში - 24-ე საარჩევნო უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დააფიქსირეს
ხულოში, 24-ე საარჩევნო უბანზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფულის გადაცემის ფაქტი დააფიქსირა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მაღალმთიან აჭარაში ხელისუფლება არჩევნების მოსაგებად მოსყიდვის მეთოდს იყენებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არჩევნებს დღეს მთელი დღის განმავლობაში აკვირდება, ამბობს, რომ შეესწრო ფაქტს, როგორც ესაუბრებოდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი მობილურ ტელეფონზე პირს, რომელსაც ეუბნებოდა, რომ თუ ის ორ ადამიანს მიუყვანდა, ფულს დაუმატებდა.
„მინდა გითხრათ, რომ დილიდან დარღვევების ფონზე წარიმართა საარჩევნო პროცესი ხულოს მუნიციპალიტეტში. 33-ე უბანზე იმყოფებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი, რა დროსაც, მან მოისმინა, ერთ-ერთი კოორდინატორი როგორ ესაუბრებოდა ამომრჩეველს, რომ თუ წამოიყვანდა ორ ადამიანს, მას გადაუხდიდა თანხას. ამ მოსყიდვის ფაქტის გარდა, არის კიდევ სხვა ფაქტები, როდესაც ხდება ამომრჩევლებზე პირდაპირ ზეწოლა და მოსყიდვა. დღეს მე ვიმყოფებოდი ერთ-ერთ უბანზე და ეს ფაქტები დაახლოებით 15 უბანზე დაფიქსირდა“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია აბულაძემ.
კომენტარი