რა კავშირშია კლარა ცეტკინი 8 მარტთან და რა კავშირშია 8 მარტი 23 თებერვალთან?
ჯერ კიდევ საბჭოთა ენციკლოპედიიდან, ყოველი საბჭოთა მოქალაქისათვის, საყოველთაოდ ცნობილი იყო ფაქტი, რომ 8 მარტის თარიღი ყოველწლიურად სადღესასწაულოდ დაადგინა 1910 წელს კოპენჰაგენში გამართულმა სოციალისტ ქალთა II საერთაშორისო კონფერენციამ, კლარა ცეტკინის წინადადებით. მაგრამ, არაფერი იყო ნათქვამი იმის თაობაზე, თუ, სახელდობრ, რა მიზეზით დაკანონდა დღესასწაული სწორედ 8 მარტისათვის?
საკითხს, რომელსაც ვერ ან არ ხსნიდა საბჭოთა ენციკლოპედია, ნათელს ჰფენს ბიბლიური ისტორია: სპარსეთის მეფემ, ართაქსერქსემ, ძველი წელთაღრიცხვის 480 წელს ცოლად მოიყვანა ქვეყნის ყველაზე მშვენიერი ასული – ესთერი, რომელმაც მეფეს დაუმალა თავისი ებრაული წარმოშობა. გამოხდა ხანი და მეფის დიდვეზირმა ამანმა, ბაბილონის ტყვეობიდან სპარსეთში შემოხიზნულ ებრაელებზე გამწყრალმა, ართაქსერქსე დააჯერა მოურჯულებელ ებრაელთა ამოწყვეტის აუცილებლობაში. მეფის თანხმობით დაინიშნა ეს დღეც. როცა ეს ამბავი შეიტყო, თავის ერზე მზრუნველმა ესთერმა სამი დღე და ღამე იმარხულა, მერე მოაწყო ნადიმი და მადლი ჰპოვა ქმრის თვალში, რომელმაც პირობა მისცა, რომ ყოველ სურვილს შეუსრულებდა. ესთერმა ებრაელების ხელშეუხებლობა გამოსთხოვა და მეფემაც დიდსულოვნად შეუსრულა თხოვნა – ებრაელებს თავის დაცვისა და ბრძოლის უფლება მისცა იარაღით და ის ხალხი, ვისაც ებრაელები უნდა დაეხოცა, თვით ებრაელებისგან დაიხოცნენ. ამ სასწაულებრივი გადარჩენის აღსანიშნავად, ებრაელებმა დააწესეს დღესასწაული – „პურიმი“ („წილისყრის დღე’“). ეს არის ებრაელთა ყველაზე მხიარული დღესასწაული, სადაც ისმება ბევრი ღვინო და ცხვება ღვეზელი მტრის ოხტში ამოსვლით, სახელწოდებით: „ამანის ყურები“. ეწყობა მსვლელობები, კარნავალები და, ესთერის გმირობის აღსანიშნავად, ამ დღეს განსაკუთრებული პატივი და ყურადღება მიეგებათ ქალებს.
ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ, როდესაც კოპენჰაგენში ფემინისტმა ქალებმა გადაწყვიტეს, ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი პოლიტიკური ორგანიზაციის დაარსების თარიღი დაეკონკრეტებინათ და გამოეცხადებინათ პლანეტის ყველა ქალის სოლიდარობის დღედ, ამ თარიღად არჩეული ყოფილიყო ქალის გმირული საქციელის განმადიდებელი, ებრაელთა დღესასწაული პურიმი. რადგან პურიმის დღესასწაული მოძრავია მთვარის კალენდრის მიხედვით, სადღესასწაულოდ ყოველი წლისათვის დაწესდა მისი პირველი აღნიშვნის დღე – ეს პირველი თარიღი კი სწორედ 8 მარტს დაემთხვა.
კლარა ცეტკინს უფლება არ ჰქონდა ჭეშმარიტი მიზეზი საჯაროდ გაემხილა, მაგრამ, საკუთარი ეთნიკური ტრადიციების ერთგულმა ქალმა, პლანეტის ყველა ქალს სადღესასწაულოდ დაუწესა იუდეველთა საკულტო თარიღი. თავისთავად ცხადია, ცუდი არაფერია იმაში, რომ კლარა ცეტკინმა თავის ერისთვის მნიშვნელოვან დღესასწაულს დაუმთხვია ქალთა დღე, არც ებრაული დღესასწაულების წინააღმდეგია ვინმე, მაგრამ ფაქტია, რომ ქალბატონი კლარა მის განზრახვას გულდაგულ მალავდა.
P.S. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქალების დღესთან არის დაკავშირებული ეგრეთ წოდებული „კაცების დღე“ – 23 თებერვალი რუსეთში.
საქმე ის გახლავთ, რომ ახალი სტილით 8 მარტი არის ძველი სტილით 23 თებერვალი. იმ წლებში, როდესაც ევროპელი ინტერნაციონალისტები 8 მარტის პირველ დღესასწაულებს აღნიშნავდნენ, რუსეთში, როგორც საეკლესიო, ისე საერო კალენდრით იდგა 23 თებერვალი. ამდენად, ევროპელი სოციალისტების რუსი თანამოაზრენი ქალთა ახლად დაწესებულ საზეიმო თარიღს, თავიანთი კალენდრის 23 თებერვალს აღნიშნავდნენ. ხოლო მას შემდეგ, რაც1917 წელს ლენინის დეკრეტით საერო კალენდარი შეიცვალა, დარჩა პირვანდელი რეფლექსი და ინერცია, რომ 23 თებერვალს „რაღაც რევოლუციური მოვლენა ხდება“. ხალხის განწყობილების სასურველი გეზით წარმართვისათვის საჭირო იყო ამ თარიღზე რაიმე რევოლუციური ღონისძიების მიბმა. შეიქმნა მითი „წითელ არმიაზე“ – მის პირველ ბრძოლასა და გამარჯვებაზე, რასაც 1918 წლის თებერვალში წითელ ჯარში მოხალისეთა მასობრივი შესვლაც დაუკავშირეს. მაგრამ, რადგან ასეთი ჯარი მაშინ პრაქტიკულად არ არსებობდა, ამიტომ 23 თებერვალი მხოლოდ 1922 წელს დაწესდა წითელი არმიის დღედ.
აი, ამ დღესასწაულს აღნიშნავენ დღემდე პოსტსაბჭოურ რუსეთშიც, რომელიც, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, „კაცების“ დღედაც არის სახელდებული. ან კი რა გასაკვირია – თუ არსებობს ქალების დღე, რატომ არ უნდა იყოს კაცების დღეც; მით უმეტეს, რომ ორივე დღესასწაულს ერთი და იგივე თარიღი უდევს საფუძვლად – კლარა ცეტკინის მიერ ეროვნული და რელიგიური ტრადიციებით ნაკარნახევი!
კომენტარი