სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტურისტებმა მათკენ გამოქანებულ დათვ გრიზლის ყურადღება არ მიაქციეს და... გააქციეს (ვიდეო)

ალიასკაზე მდებარე ერთ-ერთ ნაციონალურ პარკში ათამდე ტურისტი სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა დათვ გრიზლის, რომელიც მდინარეში თევზის ჭერით იყო გართული. როცა გრიზლიმ დაუპატიჟებელი სტუმრები დაინახა, ჯერ მრისხანედ შემართა თავი, მერე კი ბრდღვინვით გაექანა მათკენ, მაგრამ როცა შენიშნა, რომ არავინ არ გაიქცა და ტურისტები ერთ ადგილზე გაიყინნენ, რამდენიმე მეტრში შეცერდა და გაკვირვებით დაიწყო თავის აქეთ-იქეთ ტრიალი, მერე კი ტურისტებს გაეცალა.

„ჩვენ უსაფრთხოების კურსები გავლილი გვქონდა და ვიცოდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, თუ დათვი თავს დაგვესხმებოდა,“ - თქვა ერთმა ტურისტმა, - „ვიცოდით, რომ გრიზლი მოსაჩვენებლად იგიჟიანებს თავს და მხოლოდ იმ შემთხვევაში აგრძელებს დევნას, როცა ვინმეს მისი შეეშინდება და პირს იბრუნებს, მერე კი გაიქცევა. მაინც ძნელი იყო გაუნძრევლად დგომა და ძალიან სასიხარულოა, რომ ყველანი გადავრჩით“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100