სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,იდიოტი’’ კანტი და ქალების საპირფარეშოში დაბადებული უინსტონ ჩერჩილი

ინტერნეტ-ფორუმებსა თუ სატელევიზო ეთერში ყველაზე პოპულარული, უხერხული წამოცდენები, უცნაური ფაქტები და კურიოზული სიტუაციებია. ამგვარ თემებს, მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიების სოლიდური საეთერო დრო ეთმობა.

მსოფლიოში სხვადასხვა ადამიანის, სოციალური ფენის თუ პოლიტიკური ჯგუფის მიერ ჩადენილ ისეთ უცნაურ ფაქტებს ვხვდებით, რომლის წარმოდგენაც, ხშირ შემთხვევაში, წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეებში მედიცინა ევროპაში განვითარებული იყო, მაინც იყო დაავადებები, რომელთა ზუსტ დიაგნოზს მედიკოსები ვერ ადგენდნენ. ამის გამო, ევროპელი ექიმები იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის ზუსტ დიაგნოზს ვერ გამოიცნობდნენ, ათაშანგის დიაგნოზს სვამდნენ.

ამ დაავადების გავრცელება სქესობრივი კონტაქტის საშუალებით ხდება. სამედიცინო ცხოვრების მსგავსად, სამართლებრივ სფეროშიც ხშირად არის უცნაური ფაქტები და დოკუმენტებიც კი. უცნაური კანონებიც ბევრი ყოფილა, როგორიცაა საჭესთან წელს ზემოთ შიშველი მძღოლის დაჯარიმება, თასმების წინდაში ჩატანებისთვის, ფინანსური სანქცია და .აშ. სპარტაში ერთი ასეთი უცნაური წესი არსებობდა. იქ შეკითხვაზე მოუფიქრებელი პასუხის გაცემისათვის აღმზრდელი აღსაზრდელს ცერა თითზე კბენდა, დასჯის მიზნით.

ამ მეთოდს არაერთი აღმზრდელი მიმართავდა. ბრძოლას ყოველთვის ახლავს გარკვეული არაორგანიზებულობა და დაბნეულობა, თუმცა, ჯვაროსნული ლაშქრობის ეს შემთხვევა უპრეცენდენტოა. პირველმა ჯვაროსნულმა ლაშქრობამ მარცხი განიცადა. ამის ერთერთი მიზეზი კი ის იყო, რომ მოლაშქრეები უბრალო, ღარიბი ადამიანები იყვნენ და არც იცოდნენ, სად მიდიოდნენ. ამიტომ ყოველ დასახლებულ პუნქტში ადგილობრივ მოსახლეობას ეკითხებოდნენ: “ეს იერუსალიმია?”

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი ისტორიაში ცნობილია, როგორც დამანგრეველი, ავტომანქანა “ფოლკსვაგენის” ქარხნის საძირკველზე პირველი ქვა სწორედ მან დადო. პოლიტიკოსების მხრიდან ხშირად არის საუბარი მათი ოპონენტების მისამართით: ,,სირაქალემას პოზიციაში არიან, თავი სილაში აქვთ ჩაფლული და გარშემო რა ხდება ვერ ხედავენ’’. თუმცა, 200,000 სირაქლემაზე ჩატარებული კვლევების შედეგად, 80 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა არცერთი შემთხვევა, რომ სირაქლემას თავი სილაში ჩაეფლო.

არსებობენ ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული ინტერესები ამოძრავებთ. მაგალითად, არიან ისეთები, რომელთაც სურთ საკუთარი საჯდომის ქსეროასლი ჰქონდეთ. მეცნიერებმა კი დაადგინეს, რომ მსოფლიოში ასლგადამღები აპარატების გაფუჭების 23% გამოწვეულია ადამიანის დაჯდომით ქსეროქსის აპარატზე, რათა გადაეღო საკუთარი საჯდომი.

რამდენიმე თვის წინ მესტიაში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. საბაგირო გზის მშენებლობისას სვანებმა ბოძები უკუღმა დამონტაჟეს, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. თუმცა, ამგვარი გაუთვალისწინებელი ფაქტები, მხოლოდ სვანეთში არ ხდება. ინდიანას უნივერსიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა რამდენიმე სანტიმეტრით ყოველწლიურად იძირება, რადგან როდესაც იგი ააგეს, ინჟინრებმა არ გაითვალისწინეს იმ წიგნების წონა, რომლებიც ბიბლიოთეკაშია განთავსებული.

პოლიტიკოსების სიდაბლე, ხშირად ხდება მათთვის დამატებითი პრობლემების მიზეზი. მაგალითად, დიმიტრი მედვედევთან, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი ფოტოზე უფრო მაღალი რომ გამოჩენილიყო, მან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა. გავრცელებულია აზრი, რომ ნაპოლეონი ძალიან დაბალი იყო, მაგრამ მისი სიმაღლე 167 სმ- იმ დროს, ფრანგისთვის ნორმად ითვლებოდა.

არც ბაირონს უქმნიდა პრობლემას ჭარბი წონა. მიუხედავად საკმაოდ ზედმეტი წონისა და ძლიერი ბრტყელტერფიანობისა, ბაირონი ერთერთ ყველაზე ენერგიულ და მიმზიდველ მამაკაცად ითვლებოდა.

მხოლოდ ნაპოლეონი და ბაირონი არ გამოირჩევიან უცნაური ისტორიით. უინსტონ ჩერჩილი ქალთა ტუალეტში დაიბადა. მისი დედა ბლენგეიმთა საგვარეულო სასახლეში მეჯლისზე ცეკვავდა, როდესაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და უდღეური ბიჭი იმშობიარა.

განსაკუთრებულად და უცნაურად მარჯვე იყო პრეზიდენტი ჯეიმს გარფილდი. მას შეეძლო, ერთდროულად ეწერა ერთი ხელით ლათინურად, ხოლო მეორეთი - ბერძნულად. რომაელი იმპერატორი იულიუს კეისარი კი ყოველთვის დაფნის გვირგვინს ატარებდა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ის სწორედ ამ ფორმით ცდილობდა დაეფარა პროგრესირებადი სიქაჩლე.

დღეს ჭარბი წონა, მსოფლიოს მილიონობით ადამიანს აწუხებს. სხვადასხვა დიეტების მიუხედავად, შედეგი მინიმალურია. კალორიების წვის პროცესი ადამიანის ორგანიზმში ძალიან ნელა მიმდინარეობს, თუმცა, მისი ჩქარი წვა საფოსტო მარკას შეუძლია. საფოსტო მარკის ენით დასველებისას, 10 კალორია იხარჯება.

ჩინურ დამწერლობაში კი იეროგლიფი, რომელიც აღნიშნავს სიძნელეს, უსიამოვნებას, გამოისახება როგორც ორი ქალი - ერთ ჭერქვეშ.

,,ზოგი ჭირი მარგებელია’’. ეს სწორედ ედისონზე ითქმის. მას, რომ სიბნელის პათოლოგიური შიში არ ჰქონოდა, შესაძლოა, ნათურა დღემდე გამოუგონებელი ყოფილიყო.

გენიოსებსაც აქვთ ნაკლი. და ვინჩის დისლექსია ახასიათებდა და უკუღმა წერდა. ერთ–ერთი ინგლისელი მკვლევარის აზრით , ფერხულსა და ვალსს სათავე ალქაჯების ცეკვამ დაუდო, რადგან მათი მთავარი საცეკვაო არეალი, წრეა.

უცნაური ფაქტია და თანამედროვეობასთან შეუსაბამო იტალიის კანონმდებლობა, რომელიც ქალს მეძავობას უკრძალავს, თუ მას მარიამი ჰქვია. ამ სტატიის ფაბულა სწორედ პოლიტიკოსებსა და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული უცნაური ფაქტებია. პოლიტიკოსების ყველაზე საყვარელი და მომგებიანი საქმიანობა, მათი მონოლოგების ფართო მასებისთვის გაცნობაა. ისინი ცდილობენ, საკუთარი ბრტყელ–ბრტყელი ფრაზებით, საზოგადოება თავიანთი სიტყვების ჭეშმარიტებაში დაარწმუნონ.

ბევრი ადამიანი მმართველებისა თუ სახელმწიფოს სხვა უმაღლესი პირების მონოლოგს სისულელეს ეძახის და არც ცდებიან, ვინაიდან "მონოლოგია" - ესაა მეცნიერება, რომელიც შეისწავლის "სისულელეს".

მონოლოგიის მეცნიერულ დეტალებს არ იკვლევდა გერმანელი ფოლოსოფოსი ემანუელ კანტი, თუმცა, მანაც უცნაურ გამოკვლევას მიჰყო ხელი. შექმნა ტაბულა, რომელიც ტვინის წონის მიხედვით განსაზღვრავდა, ადამიანი იყო იდიოტი, მასხარა, ჭკვიანი თუ გენიოსი. გარდაცვალების შემდეგ, მისი ტვინი აწონეს და ტაბულის თანახმად, კანტი იდიოტების კატეგორიას მიეკუთვნა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100