"მასზე ნაწყენი არ ვარ, იმიტომ რომ ჩემი პრობლემა იყო" - ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი გულახდილი ინტერვიუ მაია ასათიანთან
ნანუკა ჟორჟოლიანმა ირაკლი კოდუასთან დაშორებაზე პირველი ვრცელი და გულახდილი ინტერვიუ მისცა. მაია ასათიანთან მისულმა ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ყოფილ მაღალჩინოსანზე ნაწყენი არაა, რადგანაც განქორწინება მისგან გამოწვეული პრობლემით მოხდა:
„როცა ჩემი ოჯახის დანგრევის ამბავი საზოგადოებამ გაიგო, მე უკვე "მონელებული" მქონდა, მათ ფოტოებს რომ შევხედე დავმშვიდდი, გავაგრძელე მშვიდი ცხოვრება. რეალურად ჩვენ ჩვენი მეგობრობის, წლების, ურთიერთობის გამო პატივი ვეცით ერთმანეთს და რაღაცეები საიდუმლოდ შევინახეთ. ვეცადეთ თანაცხოვრება გვეცადა კიდევ ერთად. ამ დროის განმავლობაში, როდესაც საჯაროდ ცნობილი გახდა ჩვენზე, მე უკვე მონელებული მქონდა ეს ამბავი.
მასზე ნაწყენი არ ვარ, იმიტომ რომ ვთვლი რომ ჩემი პრობლემა იყო. მას ჰქონდა კრიზისი, უნდა ეცხოვრა ქვეყნიდან შორს ძებნილობის სტატუსით, შვილებისგან შორს, შვილებთან სიშორე ძალიან მტკივნეული იყო მისთვის. ძალიან კარგი მამაა, ის საბას გაიცლებით უკეთ უვლის ვიდრე მე. მას როცა ძალიან უჭირდა, მე არ ვიყავი მის გვერდით. დღეს ჩვენ ორივე ბედნიერები ვართ. ჩვენ უბრალოდ აღარ ვკონტაქტობთ, ერთმანეთი დავკარგეთ. ალბათ იმიტომ, რომ არ არის ადვილი ნანუკა ჟორჟოლიანის გარეშე ცხოვრება. ალბათ ეშინია ჩემთან ურთიერთობის, ალბათ რაღაც სენტიმენტები აწვება. თუ ყველაფერი კარგად არის ჩვეულებრივ შეუძლია მემეგობროს, როცა დაიწყებს ჩემთან მეგობრობას, მაშინ მივხვდები რომ დამივიწყა", - განაცხადა ტელეწამყვანმა მაია ასათიანის შოუში.
"პროფილში" სტუმრობისას ჟორჟოლიანს ასათიანმა ახალ სიყვარულზეც ჰკითხა: "შეყვარებული ხარ?" - შეკითხვას ნანუკამ პირდაპირი პასუხი არ გასცა, თუმცა მისი საუბრიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ტელეწამყვანის პირად ცხოვრებაშ სიახლეებია და ის ბედნიერია. "ბედნიერებაზე საუბრის მეშინია, მეშინია იმის თქმა, რომ კარგად ვარ", - აცხადებს ჟორჟოლიანი.
კომენტარი