სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ალბათ, ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, არ მინდოდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ როგორ იხრჩობიან ადამიანები ...“

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ თუ მოსახლეობა ფიზიკური დისტანცირების და სახლში დარჩენის მითითებებს არ დაემორჩილება, საქართველოს შესაძლოა, ექიმებიც აღარ ჰყავდეს.

მან ყველას, ერსაც და ბერსაც მიმართა, ერთმანეთისგან ფიზიკური დისტანცია დაიჭირონ: „მეც მყავს სამი შვილი და თვენახევარია ჩემი ოჯახის წევრები არ მინახავს. განა არ მენატრება?! მაგრამ ეს ცხოვრება დაგვიდგა. უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ“.

„ალბათ, ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, არ მინდოდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ როგორ იხრჩობიან ადამიანები იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100