შეზღუდვები გაფართოვდება - მოსალოდნელია თუ არა სრული ჩაკეტვა და რას აცხადებს ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გაფართოვდება, თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანაში სრული ჩაკეტვა არ იგეგმება.
,,რა თქმა უნდა, გარკვეული შემზღუდველი ღონისძიებები კიდევ იქნება - გაფართოვდება, მაგრამ სრულ ,,ლოკდაუნზე" საუბარი არ არის. გაზაფხულზე მკაცრ ლოკდაუნს მიმართა ზოგიერთმა ქვეყანამ. ჩვენთან ძალიან მკაცრი არ ყოფილა, მაგრამ საკმაოდ სერიოზული ,,ლოკდაუნი" გვქონდა. ამ მასშტაბის, დიდი ალბათობით არ იქნება. მაგრამ, წერტილოვანს რასაც ვეძახით, იმის გაფართოება ნამდვილად აუცილებელია და ნამდვილად უნდა იყოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ,,TV პირველის" ეთერში.
ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 697 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 93 092 -მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 853 ადამიანი.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 409 პაციენტი და საერთო რაოდენობა 73 877-ს შეადგენს.
კომენტარი