ანრი ბიბინეიშვილი კულტურის მინისტრზე: არ რცხვენია ამ ახვარ კაცს ამას? როგორ ბედავს რომ ზურა ყიფშიძეზე იძახის იტყუებაო
„შევუსწარი მამაჩემს ღამით საძინებელში ტიროდა, რა დავაშავე ასეთი სიბერე რომ მაქვსო. 5 ლარს სესხულობს რომ სიგარეტი იყიდოს. ცუდად არის და ვერ ხვდება რით დაიმსახურა, რომ ასეა“- ამ ინფორმაციით დაიწყო მსახიობების პროტესტი და დაიწყო ხალხის მღელვარებაც. დაიწერა ბევრი კომენტარი კულტურის სამინისტროს მისამართით და იმის შესახებ, თუ როგორ არ ვუფრთხილდებით ჩვენს სახალხო არტისტებს.
ამას მოჰყვა ინგა გრიგოლიას გუშინდელი გადაცემაც, სადაც მსახიობებმა თავიანთი დაუფასებელი შრომის შესახებ ისაუბრეს.
დღეს კი კულტურის სამინისტროში ასეთი განცხადება გაკეთდა:
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მედიაკომუნიკაციის სამმართველოს უფროსი ლევან ჟორჟოლიანი:
„ზურა ყიფშიძესთან დაკავშირებით მეორე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ხელფასი 400 ლარს შეადგენს... ვიტყვი, რომ მას ყოველთვიურად ხელფასი რამდენიმე ინსტიტუციიდან ერიცხება. აქედან ორი თეატრია: თუმანიშვილის და მარჯანიშვილის, მას ასევე აფინანსებს ფონდი „ქართუ" და შემოსავალი აქვს ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან", სადაც ის გადაცემის წამყვანია"
კულტურის სამინისტრომ ამ კომენტარით, მსახიობებს და კონკრეტულად ზურა ყიფშიძეს ფაქტიურად მატყუარა უწოდა.
ჩვენ ვეცადეთ გიორგი ყიფშიძეს დავკავშირებოდით თუმცა ტელეფონი გამორთული აქვს, რაც შეეხება ლენუკა ყიფშიძეს, ის ფეისბუქზე ეხმიანება კულტურის სამინისტროს ამ განცხადებას:
"ამ ბიჭთან მინდა პირისპირ გასაუბრება, ვინ არის საერთოდ ვის დაეკარგა? გამაცანით რა ძალიან გთხოვთ, თუ ვინმე იცნობთ.." - წერს ზურა ყიფშიძეის ქალიშვილი.
დრონი. ჯი ამ ფაქტთან დაკავშირებით ანრი ბიბინეიშვილს დაუკავშირდა, რომელიც გუშინ გადაცემა „რეაქციის“ სტუმარიც იყო. ანრი, რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე იმის შესახებ წერდა, რომ დედის წამლისთვის 5 ლარი არ აქვს.
ჩვენთან საუბარში ანრი ბოლო ხმაზე ყვიროდა - აი, რას პასუხობს ის კულტურის სამინისტროს ზურა ყიფშიძეზე გავრცელებულ ინფორმაციის შემდეგ:
„მიშა გიორგაძე შენ ხარ მატყუარა და უკულტურო კულტურის მინისტრი. იმ ქვეყნის კულტურა დასრულებულია, სადაც შენ კულტურის მინისტრი ხარ. მიშა გიორგაძე, ეს მართლა უკულტურო ადამიანი, ზურა ყიფშიძეზე ლაპარაკობს ტყუილს. დღეს სწორად ის მომენტია, როცა ეს ადამიანი კაბინეტიდან უნდა გამოიტანონ. ეს არის გათახსირებული, აფერისტი კაცი. ჯერ მე რა პასუხს მაძლევს, ჩემი ინსულტის მქონე დედას რას უპასუხებს, 5 ლარის წამალი რომ ვერ ვიყიდე მისთვის? არ რცხვენია. ამ ახვარ კაცს ამას?
როგორ ბედავს რომ ზურა ყიფშიძეზე იძახის იტყუებაო. ამხელა კაცს სიზმარი დაეჯერება ტყუილი კი არა. მოეთრეს მსახიობებთნ და ანახებენ ვინ იტყუება. პირში წყალი გამოივლოს, ზურა ყიფშიძეზე რეები მოუგონია საერთოდ. პანღური უნდა კრან ამ უკულტურო კაცს.“- განაცხადა დრონი.ჯი-სთან საუბარში ანრიმ.
კომენტარი