სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"იარაღი მომაბჯინა და მიბრძანა, ტანსაცმელი გამეხადა" - 50 წლის უკრაინელი ქალის ამბავი, რომელიც ჰყვება, რომ ოკუპანტებმა გააუპატიურეს და ქმარი მოუკლეს

რუ­სებ­მა კი­ე­ვის შე­მო­გა­რე­ნი­დან უკან და­ი­ხი­ეს, მაგ­რამ იმ­დე­ნი სა­ში­ნე­ლე­ბა ჩა­ი­დი­ნეს, აქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს ისე­თი ტრავ­მა მი­ა­ყე­ნეს, რო­მელ­საც მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ და­ი­ვი­წყე­ბენ. BBC-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი პი­რა­დად ესა­უბ­რა ქალს, რო­მელ­საც რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მე­უღ­ლე მო­უკ­ლეს, ხოლო თვი­თონ ის გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. და­სავ­ლეთ კი­ევ­ში მცხოვ­რე­ბი ანა (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია) 50 წლი­საა. ის ყვე­ბა, რომ 7 მარტს ის და მისი მე­უღ­ლე მარ­ტო­ნი იყ­ვნენ, როცა უცხო­ე­ლი სამ­ხედ­რო მათ სახ­ლში შე­იჭ­რა. "ია­რა­ღი მო­მაბ­ჯი­ნა და მიბ­რძა­ნა, ტან­საც­მე­ლი გა­მე­ხა­და, თან მა­ში­ნებ­და, რომ თუ იმას არ გა­ვა­კე­თებ­დი, რა­საც მე­უბ­ნე­ბო­და, მეს­რო­და. ამის შემ­დეგ ჩემ­ზე იძა­ლა­და", - ამ­ბობს ოკუ­პან­ტე­ბის მსხვერ­პლი. ანას თქმით, მო­ძა­ლა­დე ახალ­გაზ­რდა, გამ­ხდა­რი ჩე­ჩე­ნი იყო, რო­მე­ლიც რუ­სე­ბის გვერ­დით იბ­რძო­და. "ვიდ­რე მა­უ­პა­ტი­უ­რებ­და, კი­დევ 4 სამ­ხედ­რო შე­მო­ვი­და, ვი­ფიქ­რე, ჩემი საქ­მე წა­სუ­ლი იყო, მაგ­რამ მათ მო­ძა­ლა­დე გა­იყ­ვა­ნეს და ის მე­ო­რედ აღარ მი­ნა­ხავს", - ამ­ბობს ქალი. ანას მე­უღ­ლე ოთახ­ში მუ­ცელ­ში დაჭ­რი­ლი დახ­ვდა: "ის ჩემს და­სახ­მა­რებ­ლად გა­მოქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ტყვია ეს­რო­ლეს", - ჰყვე­ბა ის. ამის შემ­დეგ, ცოლ-ქმა­რი თავს მე­ზობ­ლის სახ­ლში აფა­რებ­და. იმის გამო, რომ გა­რეთ ბრძო­ლა იყო, ანამ მე­უღ­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წაყ­ვა­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა და ის 2 დღის შემ­დეგ, მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან, გარ­და­იც­ვა­ლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100