სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილი ევროკავშირის საგარეო საკითხთა სამსახურის აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროკავშირის საგარეო საკითხთა სამსახურის აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობის განყოფილების ხელმძღვანელს დირკ შუბელს შეხვდა

დავით უსუფაშვილი თბილისის იუსტიციის სახლში ევროკავშირის საგარეო საკითხთა სამსახურის აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობის განყოფილების ხელმძღვანელს დირკ შუბელს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე და დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესზე. დავით უსუფაშვილმა დირკ შუბელს გააცნო ის პროცედურები, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისთვის გაივლის. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კვირის ბოლოს სწორედ ამ პროცესებთან დაკავშირებით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით გაიმართება საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ტრეინინგი „ევროკავშირ-საქართველოს მიმდინარე ურთიერთობებისა და ასოცირების შეთანხმების არსის შესახებ“.

დავით უსუფაშვილი ევროკავშირის საგარეო საკითხთა სამსახურის აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობის განყოფილების ხელმძღვანელს ესაუბრა საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტზე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაერთიანების შემდეგ ახალი რეალობა შეიქმნება, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს და უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 15 ივნისს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც. ორივე მხარის შეფასებით არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. დავით უსუფაშვილმა და დირკ შუბელმა აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100