სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას ცვლის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 3 ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის ვექტორს ცვლის. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბაიდენის პირველი ნაბიჯი საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დაკავებული მიგრანტების ოჯახების გაერთიანებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნაა. ტრამპის ადმინისტრაციის დროს ასეთი მიგრანტების მათ შვილებთან დაშორების პოლიტიკა მოქმედებდა, რაც თეთრის სახლის კრიტიკის საბაბი იყო როგორც აშშ-ში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. 2017-2018 წლებში ტრამპის ადმინისტრაციამ მშობლებს სულ მცირე 5 500 ბავშვი დააშორა. დღეს ოჯახებში დაბრუნებას 700-მდე ასეთი ბავშვი ელოდება.

ბაიდენის სხვა განკარგულებები მიგრანტებისთვის აშშ-ის მოქალაქეობის მიღების გამარტივებასა და მიგრაციის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას ეხება.

ბაიდენმა ამ საკითხში დონალდ ტრამპის პოლიტიკას „მორალური და ეროვნული სირცხვილი“ უწოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100