სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 1-ელ თებერვალს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +17 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ბათუმშიც დღისით სინოპტიკოსები +20 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოსალოდნელია უნალექო დღე. დღისით ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღე და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

უმეტესას მზიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +15 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +12 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +12 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. აქ დღე უნალექოდ ჩაივლის. ბაკურიანშიც +8 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ, ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +1 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამე კი -8 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. +8 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100