სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“McLaren F1”-ის შემქმნელმა პატარა ელექტრო ავტომობილი ააწყო

ბრიტანული კომპანიის ცნობილმა ინჟინერმა, გორდონ მიურეიმ, რომელმაც McLaren F1 შექმნა, ვიწრო პიბლიკას კომპაქტური ელექტრო ავტომობილი წარუდგინა. ახალი მოდელის სახელწოდება T.27 – ია.

ახალი მოდელი საწვავის ძრავის მქონე T.25–ის მსგავსია. ეს უკანასკნელი პირველია მიურეის მიერ დამოუკიდებლად აწყობილ ავტომობილებს შორის. ავტომობილის სიგრძე 2,5 მეტრია, სიგანე 1,3 მეტრი, სიმაღლე 1,6 მეტრი, საბურავების ბაზა კი 1,87 მეტრი. სამადგილიანი კომპაქტური მოდელი 25 კილოვატიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც კომპანია „Zytek“–ის მიერ არის შექმნილი. ავტომობილის წონა 700 კილოგრამია.

ავტომობილი 100 კმ/სთ–ს 15 წამში ანვითარებს, მისი მაქსიმალური სიმძლავრე კი 105 კმ/სთ–ია. ელექტროენერგიის სრული მარაგის შევსების შემთხვევაში ახალ მოდელს 160 კმ–დან 208 კილომეტრამდე გავლა შეუძლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100