სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოხუმიდან გატაცებულ სანდრიკ არშბას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

სოხუმში გატაცებული სანდრიკ არშბას საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა. მან სააგენტო აფსნიპრესს უთხრა, რომ გატაცებულის ადგილსამყოფელის დასადგენად მუშაობა მიმდინარეობს და შესაბამისი ორგანოებიდან ანგარიშს ინტენსიურად იღებს და საქმის გამოძიების კონკრეტულ დეტალებზე ხმამაღლა არ საუბრობს.

3 სექტემბერს, სანდრიკა არშბას ოჯახის წევრებმა დახმარების თხოვნით ღია წერილი გაუგზავნეს რუსეთის პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს. „გამარჯობათ! მინდა გაცნობოთ, რომ სოხუმში, იმ ღამით როცა მთელი აფხაზეთი ზეიმობდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და დამოუკიდებლობის დღეს, ასობით ადამიანის თვალწინ გაიტაცეს 23 წლის ახალგაზრდა, რუსეთის მოქალაქე სანდრიკ არშბა. მას თავს დაესხნენ ნიღბიანი პირები, მის სამ მეგობარს თავმდამსხმელებმა ფეხებში ესროლეს, სანდრიკა მანქანაში ჩასვეს და გაიტაცეს. მერვე დღეა, რაც მასზე არაფერი ვიცით. არ ვიცით დაეხმარება თუ არა ეს წერილი სანდრიკას, მაგრამ გთხოვთ დაგვეხმაროთ ამ კრიტიკულ სიტუაციაში. ნუ იქნებით გულგრილნი და დაგვეხმარეთ გადავარჩინოთ სანდრიკა!“, ნათქვამია ღია წერილში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100