რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქში უკრაინელი ექიმი მოკლეს
რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქში ანესთეზიოლოგი მარინა კალაბინა მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო ავრცელებს. „დღეს რუსმა ტერორისტებმა მოკლეს ექიმი - მარინა კალაბინა!!! პედიატრიული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სამეცნიერო და პრაქტიკული სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგი. მის მანქანას ესროლეს, როცა დაჭრილი ძმისშვილი საავადმყოფოში მიჰყავდა კიევის ოლქის სოფელ კუხარიდან“, - აცხადებს ლიაშკო.
კომენტარი