ინგლისელმა არქიეპოსკოპოსმა არეულობებთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიცია გაახმიანა
ანგლიკანური სათვისტომოს მეთაურმა, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა როუენ უილიამსმა ბრიტანეთში მომხდარი არეულობის მიზეზებისაჯაროდ დაასახელა. ბრიტანელთა უმრავლესობას აქამდეც აინტერესებდა ეკლესიის პოზიცია, თუმცა, არქიეპისკოპოსი დუმდა. მან ეს დუმილი გუშინდელი საჯარო ქადაგების დროს დაარღვია და არეულობის ერთ-ერთ მიზეზად „სულიერების კრიზისი“ დაასახელა.
„იქამდე, რაც მოხდა, სწორედ სულიერების კრიზისმა, სამოქალაქო თვითშეგნების დეფიციტმა და ცინიზმმა მიგვიყვანა“, - ამ სახით მოჰყავთ არქიეპისკოპოსის სიტყვები ბრიტანულ მედიასაშუალებებს. The Telegraph წერს, რომ არქიეპისკოპოსი ძალიან მაკაცრი იყო შეფასების დროს და რომ „მან მომხდარ მოვლენებს „წმინდა წყლის კრიმინალი“ უწოდა“. ანგლიკანების ლიდერმა, გამოცემის ცნობით, განათლების სფეროც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ მხრივ ქვეყანაში ძირეულია ძვრებია გასატარებელი.
კომენტარი