სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა ვაჩეიშვილმა, სავარაუდოდ, თანამდებობა დატოვა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა, სავარაუდოდ, თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ipn ავრცელებს. სააგენტოს ცნობით კულტურის სამინისტრო ჯერ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე მარგიშვილმა განუცხადა, ამ ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს.

"ინტერპრესნიუსი" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც დაუკავშირდა, რომლის პრესსამსახურშიც განმარტეს, რომ ნიკა ვაჩეიშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. თუმცა, მათივე თქმით, იგეგმება ნიკა ვაჩეიშვილის შეხვედრა კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიასთან და ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, მინისტრის სომხეთიდან დაბრუნების შემდეგ შედგება.

ინფორმაცია ნიკოლოზ ვაჩეიშვილის გადადგომის შესახებ, სავარაუდოდ, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ბაგრატის ტაძრის ამოღებასთან დაკავშირებით შექმნილ საფრთხეებს უკავშირდება. როგორც სამინისტროში ამბობენ, ბაგრატის ტაძრის იუნესკო-ს სიიდან ამოღება ეჭვს აღა იწვევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100